logo_geo
eng_logo
ოთო კახიძემ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა
- +

18 ივნისი. 2016. 03:04


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისათვის თანხის ჩარიცხვას ეხებოდა ყალბი აღმოჩნდა. ყალბი დოკუმენტი რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა, პარტიის ლიდერთა განცხადებით, რუსეთში მოქმედი „ალფა ბანკის" ტრანზაქციას ადასტურებდა, რომლის მიხედვითაც, „კალა კაპიტალმა" და ე.წ. კანონიერმა ქურდმა „კალატოზამ" კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს გიორგი გიგაურსა და ვლადიმერ გეგეშიძეს ჯამში 35 000 დოლარი "ალფა" ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა.


„ალფა ბანკმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი შეისწავლა, დაადგინა რომ, ე.წ. საბანკო ბლანკი გაყალბებულია და შეიცავს უამრავ შეცდომას. „ერთიანინაციონალური მოძრაობის" ლიდერები კი აცხადებენ რომ, დოკუმენტი მათ კონფიდენციალურმა პირმა მიაწოდა და აღნიშნული პიროვნების ვინაობის დასახელებას არაპირებენ. მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული დოკუმენტის სიყალბე დადასტურდა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ­ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ, მის მიერ დღეს დილით გაკეთებული განცხადება გადააკეთა და ტელეკომპანია „ჯიდიესის" ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა.


კახიძის განცხადებით ბლანკი ძალიან გავდა ორიგინალს და ე.წ. დოკუმენტი პარტიის სხვა ლიდერებს შესასწავლად გადასცა. საინტერესოა, რატომ შეიყვანა „ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოება შეცდომაში, მაშინ როდესაც ოთო კახიძის განცხადებით, გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობაში ეჭვი თავად პარტიის წევრებსაც ეპარებოდათ.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner