logo_geo
eng_logo
ავიაკომპანია Ryanair-ი რეისების განახლებას ივლისიდან გეგმავს
- +

13 მაისი. 2020. 22:02

 

 

 

ევროპაში უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 1 ივლისიდან გეგმავს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი რეისების ნაწილობრივ აღდგენას, მთავრობების მიერ ავიამომოსვლის შეზღუდვის მოხსნის და აეროპორტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური ზომების მიღების შემთხვევაში.

 

ავიაკომპანია აპირებს, ფრენა განაახლოს ევროპაში საკუთარი 80 ბაზის უმრავლესობიდან. მათ შორის 1 ივლისიდან ავიარეისები დანიშნულია თბილისი-კიოლნის და თბილისი-მილანის მიმართულებით.

 

Ryanair-ი ავრცელებს სპეციალურ ვიდეომასალას განმარტებებით, თუ რა მოეთხოვებათ მგზავრებს. მათ შორისაა აეროპორტებში სხეულის ტემპერატურის შემოწმება და ნიღბებით ყოფნა როგორც ტერმინალებში, ისე თვითმფრინავებში.

 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მისი თვითმფრინავები აღიჭურვა სპეციალური ფილტრებით, რომლებსაც საავადმყოფოების პალატებში იყენებენ. ავიალაინერებს ყოველ ღამით დეზინფექციას უტარებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner