logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჩივაძე: 13 მაისს ერთმანეთს ორი კარგი რამ დაემთხვა...
- +

14 მაისი. 2020. 00:46

 

 

„13 მაისის წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. სხვათა შორის, თბილისის „დინამოს“ ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ კარგი მწვრთნელი და კარგი თაობა ერთად შეიკრიბა“, – ეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ დღევანდელი ეთერში განაცხადა.

 

გადაცემა „დინამოს ლეგენდები“ – 13 მაისი“ თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის წარმატებას მიეძღვნა. დღეს ამ გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა – ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, „დინამომ“ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა.

 

თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა გაიხსენა, რომ ამ გზის დასაწყისში გუნდის ბევრს არ სჯეროდა: „1979 წელს „ლივერპულს“ შეხვდით და იქ 1:2-ის შემდეგ, თბილისში 3:0 დავამარცხეთ. არადა, ეს იმ დროისთვის მსოფლიოს უძლიერესი გუნდი იყო. თამაშამდე დიდ ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის ელჩმა მიგვიწვია. შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტები რომ გაუშვა, გვითხრა, თქვენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ხართ, „ლივერპული“ კი მსოფლიოს უძლიერესი გუნდია და ძალიან გთხოვთ, დიდი ანგარიშით არ წააგოთო“.

 

ალექსანდრე ჩივაძემ ამ წარმატების მიზეზებზე ილაპარაკა: „თბილისის „დინამოს“ ისტორიაში მწვრთნელი და კარგი თაობა პირველად ერთად 1964 წელს მოხვდა. ეს ძალიან ძლიერი თაობაა. შემდეგი იყო ჩვენი თაობა და ნოდარ ახალკაცი. თორემ მანამდეც ძალიან დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს – წარმატებაში მწვრთნელის როლი უმნიშვნელოვანესია“.

 

ნოდარ ახალკაცის როლზე „ტაიმაუტის” თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ილაპარაკა: არავის მანამდე ასეთი წარმატება არ ჰქონია, არც ადგილობრივს და არც ჩამოსულს, როგორც ნოდარ ახალკაცს. ის დიდი მწვრთნელი იყო, მაგარი ერუდიტიც გახლდათ და გამორჩეული ფსიქოლოგიც – იცოდა, ვისთვის როდის და რა ეთქვა და შეცვლა როდის გაეკეთებინა. ფინალში ერთადერთი შეცვლაც გამოიცნო. ნუკრი კაკილაშვილი შეიყვანა, რომელმაც ვიტალი დარასელიას გოლის დროს მეტოქეს მხარი ჩაუდგა და ვიტალის დარტყმის საშუალება მისცა. მიხარია, რომ ხალხმა ეს წარმატება დაგვიფასა და მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდად 13 მაისის „დინამო“ აღიარა, ხოლო ნოდარ ახალკაცი – საუკუნის მწვრთნელად“ .

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner