logo_geo
eng_logo
რუსთავში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა
- +

14 მაისი. 2020. 00:53

 

 

რუსთავში შესვლასა და რუსთავიდან გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

 

ქალაქის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მოხდა ხელოვნურად მოწყობილი ხუთივე ბლოკ-საგუშაგოს დემონტაჟი და ინფრასტრუქტურის ტერიტორიიდან გატანა.

 

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მისი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე.

"თქვენ იცით, რომ განლაგებული იყო სპეცსაგუშაგოები, სადაც სამხედროები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ ქალაქში შესვლასა და გასვლას. ხდება საგუშაგოების დემონტაჟი და იმ ინფრასტრუქტურის გატანა, რაც მოწყობილი იყო", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

 

მიმდებარე ტერიტორიიდან ინფრასტრუქტურის გატანას "რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლები ახორციელებდნენ, ადგილზე იმყოფებოდა ააიპ-ის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია.

 

კომენდანტის საათის გამო, მოქალაქეებს ქალაქის დატოვება და ქალაქში შესვლა, თავისუფლად, 06:00 საათიდან შეეძლებათ.

 

შეზღუდვების მოხსნის მოუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით და ტაქსით შეეძლებათ.

 

ავტომობილით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში 3 ადამიანია, მათ შორის 2 აუცილებლად უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner