logo_geo
eng_logo
დღეს „დინამოს“ ლეგენდარული „ათიანის“ - დავით ყიფიანის დაბადების დღეა
- +

18 ივნისი. 2016. 03:17

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს დაიბადა და დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა.


მან ფეხბურთის თამაში 35-ე სკოლაში დაიწყო. 1970 წელს თბილისის „ლოკომოტივში" თამაშობდა, 1971-1982 წლებში კი თბილისის „დინამოში".


351 ჩატარებულ შეხვედრაში, 126-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. სსრკ-ს ნაკრებში - 19 მატჩი, 7 გოლი. ევროტურნირებზე- 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი.


იყო სსრკ-ის ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში.


წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 5 თასი და 2 სუპერთასი.


 დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს, ავტოავარიაში დაიღუპა.
















 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner