„მოკლედ, ნაცმოძრაობა ჩარჩა - გივი თარგამაძე, რომ სქემებს ხატავდა-შევარდნაძის დაისის ეპოქაში, იმ დროში...", - ამის შესახებ facebook-ზე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი წერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს, რომ კორცელის ინცინდენტში კახა კალაძის ფინანსები ურევია, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„დააკვირდით, მეტი დინამიკისათვის „კალა კაპიტალი" ინგლისურად უწერიათ, „ალფა ბანკი" რუსულად, რომ ვითომ ოფშორი და რუსული ფული აღრეული იყოს... ყოველი შემთხვევისათვის იქვე კრიმ-ავტორიტეტიც მიაწერეს, კალაძეს ხომ უნდა მოსცხონ, შავი ლაქა დამატებით...
ბოდიში, მაგრამ (კალაძისთვის) ამხელა უზარმაზარი თანხა, მთელი 10 ათასი-„ქეშად" უფრო ადვილი მისაცემი არ იყო?! ვიდრე ბანკები და „ვალაკიტა"?!
უკვე რა პრიმიტივებიც ხართ, ნაცებო-იმ დონეზე დავიდა თქვენი შავი პიარიც...
P.s. არ გეშველებათ არაფერი, მატყუარებო...", - წერს დეპუტატი.