logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: რა პრიმიტივებიც ხართ, ნაცებო, იმ დონეზე დავიდა თქვენი შავი პიარიც...
- +

18 ივნისი. 2016. 03:29


 „მოკლედ, ნაცმოძრაობა ჩარჩა - გივი თარგამაძე, რომ სქემებს ხატავდა-შევარდნაძის დაისის ეპოქაში, იმ დროში...", - ამის შესახებ facebook-ზე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი წერს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს, რომ კორცელის ინცინდენტში კახა კალაძის ფინანსები ურევია, სოციალურ ქსელში ეხმაურება:


დააკვირდით, მეტი დინამიკისათვის კალა კაპიტალი" ინგლისურად უწერიათ, ალფა ბანკი" რუსულად, რომ ვითომ ოფშორი და რუსული ფული აღრეული იყოს... ყოველი შემთხვევისათვის იქვე კრიმ-ავტორიტეტიც მიაწერეს, კალაძეს ხომ უნდა მოსცხონ, შავი ლაქა დამატებით...

 

ბოდიში, მაგრამ (კალაძისთვის) ამხელა უზარმაზარი თანხა, მთელი 10 ათასი-ქეშად" უფრო ადვილი მისაცემი არ იყო?! ვიდრე ბანკები და ვალაკიტა"?!

უკვე რა პრიმიტივებიც ხართ, ნაცებო-იმ დონეზე დავიდა თქვენი შავი პიარიც...

P.s. არ გეშველებათ არაფერი, მატყუარებო...", - წერს დეპუტატი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner