logo_geo
eng_logo
ჯანმო-ს წარმომადგენელი: ვამაყობ, რომ საქართველოში ვმუშაობდი
- +

14 მაისი. 2020. 15:15

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა, მაკ რაიანმა და ჯანმო-ს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დოქტორ მარია ვან კერკოვმა  საქართველოს ბრძოლას ეპიდემიის წინააღმდეგ, საკმაოდ მაღალ შეფასებას მისცა.

 

 

მაკ რაიანი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორი): მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება თქვენი კითხვის მეორე ნაწილში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ ზოგადი სამოქმედო გეგმის მორგებას კონრეტულ ლოკალურ გარემოზე და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად იყოს მორგებული.

 

 

ამ შემთხვევაში ჩვენც კარგად გვესმის, რომ გლობალურ დონეზე გაცემული რჩევები არაფერს წარმოადგენს თუ ისინი ლოკალურ კონტექსტში არ მოექცა. მე, ჩემი თვალით ვნახე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს დაბალი შემოსავლის მქონე სოციუმებში ე.წ ლოკდაუნების როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული ზიანი. მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაციის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყნებისთვის ისეთი რჩევების მიცემა, რომლებიც მარტივად რატიფიცირებადი იქნებოდა შიდა პოლიტიკის დონეზე.

 

 

ჩვენ გამოვეცით გლობალური სამოქმედო გეგმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის და მარია შეძლებს დამატებით ისაუბროს ამ გეგმაზე საქართველოსთან მიმართებით.

 

 

აქვე მსურს განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში გადადგა. საქართველო ძალიან სწორად წარმართავდა პროცესებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და შეძელით შემთხვევათა რაოდენობა 650-ზე დაბალი ყოფილიყო. გააორმაგეთ შემთხვევათა ზრდის დრო და შესაბამისად, გასული კვირის შემთხვევები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საკმაოდ კარგად უმკლავდება მიმდინარე პროცესებს და ინფექციასთან ბრძოლის პროცესში რეალურად აღწევს გარკვეულ შედეგებს.

 

 

ასე, რომ ჩვენ გვესმის თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვმუშაობდი საქართველოში ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე დიდი ხნის წინ, მე ვიმოგზაურე მთელ საქართველოში და მე ვიცი საქართველოს განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის შესახებ.

 

 

ზემოთ ნახსენები პირადი გამოცდილება მაძლევს იმის საფუძველს, მჯეროდეს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერების ძალიან ძლიერი ტრადიციის  და აქვე ვიმედოვნებ, რომ ქართული მხარე ასევე წარმატებით გააგრძელებს და საბოლოოდ წარმატებით მოახერხებს ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას.

 

 

ზოგადი თვალსაზრისით, ჩვენ ვქმნით გლობალურ სახელმძღვანელოებს, რათა მივცეთ მთავრობებს საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებები და არჩევანი. ჩვენს დოკუმენტაციაში მათ ვეძახით მსჯელობებს, ზოგჯერ ჩვენ ამას ვეძახით სამეცნიერო ტექნიკურ რჩევას. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ის რაც შეიძლება მეცნიერებამ თქვას საერთაშორისო დონეზე, უნდა გარდავქმნათ სამოქმედო გეგმად და მოვარგოთ ადგილობრივ ვითარებას.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო ცოდნა გადავთარგმნოთ სამოქმედო გეგმის დონეზე და შემდგომ ვიმოქმედოთ არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ კიდევ უფრო ქვე ლოკალურ დონეებზე ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და მოსახლეობის გათვალისწინებით.

 

 

შესაბამისად მუდმივი მზადყოფნა, რომ მოვარგოთ სამოქმედო გეგმა კონრეტულ რეალობას, რომელშიც ჩვენი ხალხი ცხოვრობს, უკიდურესად მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთი რამ, რაზეც ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს მუშაობის პროცესში. უნდა გადაიხედოს, სამეცნიერო მონაცემები თაობების მიხედვით, ეს არის ჩვენი უპირველესი საქმე. ჩემი გამოცდილებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნარი, რომ ეს მონაცემები მოვარგოთ კონკრეტულ სიტუაციას და გავხადოთ პრაქტიკული და გამოსადეგი უფრო და უფრო ლოკალურ დონეზე და განსაკუთრებით მოსახლეობის დონეზე არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ხშირად არ არის სათანადოდ დაფასებული წარსულის სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიღწევებთან ერთად.

 

 

საბოლოოდ, კითხვის პასუხად შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო სფეროში ხშირ შემთხვევაში ძირითადი ყურადღება უშუალოდ სამეცნიერო კვლევებს და ამ პროცესში წარმატების მიღწევას უკავშირდება და ნაკლებად ხდება იმ საჭიროების გათვალისიწინება , რომელიც თავის თავში აღნიშნული პროგრესის ლოკალურ დონეზე ადაპტირებას და მის პრაქტიკულ,ადვილად გამოსაყენებად ინსტრუმენტად ქცევას  მოიაზრებს, რაც ჩემი პირადი აზრით,  წინაზე არანაკლებ მნიშვნელობას და არანაკლები შრომის გაწევას საჭიროებს. ნაბიჯებს, რომლებასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე დგამს, უფრო კონკრეტულად ჩემი კოლეგა დოქტორი მარია მიმოიხილავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner