logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და „ჰაიდელბერგცემენტი“-ს წარმომადგენლებმა კასპის მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტები გადასცეს
- +

14 მაისი. 2020. 20:36

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხნის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს კასპის მუნიციპალიტეტში COVID -19 -ის გამო შეჭირვებული მოქალაქეების საჭიროებებისათვის გაწეული დახმარებებისა და ქველმოქმედებების შესახებ.

 

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხნის მიერ გადმოცემული საკვები პროდუქტები, კასპში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და მარტოხელა მცირეწლოვანი შვილების დედებს, ასევე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner