logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: უკრაინა - საქართველო... წინასწარ ვიბევებ „ვანგობას", ანუ, "ვწინასწარმეტყველებ"
- +

14 მაისი. 2020. 14:45

 

 

უკრაინა - საქართველო

****************************

 

ვიდრე ოთხი წლის წინანდელ და ცუკერას მიერ შეხსენებულ პუბლიკაციას გაეცნობით, მანამდე გაიხსენეთ ავაქოვ - სააკაშვილის ურთიერთ ლანძღვა-გინებისა და წუწაობის გახმაურებული ფაქტი უკრაინის მთავრობის სხდომაზე, რაც, აშკარაა, ჩვენი პარლამენტის პრაქტიკისა და ექსპრემიერ კვირიკაშვილის დახვეწილი სკარბეზული ჟარგონისა არ იყოს, ახალი "ნოუ-ჰაუ" არ გახლდათ.

 

მსგავსი ფაქტი სხვა პოლიტიკოსების მონაწილეობით მანამდეც, თურმე, არაერთხელ მომხდარა, თანაც, უბრალო ძიძგილაობით კი არა, კრივის და ძიუდოს ელემენტების გამოყენებით.

 

ერთი ასეთი "ისტორიის" შესახებ ადრე ვწერდით. ახლაც, როგორც ზემოთ ვთქვი, ცუკერამ შემახსენა და ვერ(არ) გავატარებ მხოლოდ იმიტომ, რომ... როგორც ცნობილია "არ გათეთრდების ყორანი..." ამიტომ, წინასწარ ვიბევებ "ვანგობას", ანუ, "ვწინასწარმეტყველებ": უნდა ველოდოთ რომ "ნაღდი უკრაინული სისხლის" მატარებელი პატრიოტების ზელინსკის, ავაქოვის, ტიმოშენკოს, სააკაშვილის, კოლომოისკის, ახმეტოვის და პატრიოტების შეხმატკბილება პაწა ილუზიაა და მეტი არაფერი...

 

რაც შეეხება ქვემოთ მოტანილი "ისტორიის" გმირებს:

 

ერთერთი, მგონი, უკრაინიდან უკვე გაქცეულია - ყოფილი გენპროკურორი ლუცენკო, იგი თავის დროზე აქ იყო ჩამოთრეული და ზოგიერთი უცხოელი მაღალჩინოსნის მსგავსად, თავხედურად ჭკუას გვასწავლიდა საქართველოს მოქალაქეებს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით არჩევნების დროს.

 

მეორე "ჯიგიტი" - კიევის ყოფილი მერი ჩერნოვიცკი კი, მგონი, საქართველოს მოქალაქეა, აქტიურობს, ქველმოქმედობს, ხან ვის(?) აფინანსებს და ხან ვის(?)... არ გამიკვირდება, ახლა რომ გვარი და ეროვნება შეიცვალოს და გახდეს, მაგალითად... შავგულიძე.

 

ამ შესავლის შემდეგ, როცა ძველ მასალასაც გაეცნობით, არ უნდა დასცხოს მაგარი ტაში კ უ კ უ რ ი მ ?

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner