logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დაასრულა
- +

18 ივნისი. 2016. 10:15


 

„საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სტრასბურგში საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ქართველ მოწმეთა მოსმენა გაემართა", - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 33 ქართველ მოწმეს მოუსმინა.

 

„მოწმეთა ვინაობა, მათი დაკითხვის დრო, ეპიზოდები თუ სხვა დეტალები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკაცრად კონფიდენციალურია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს იუსტიციის სამინისტრო იცავს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner