logo_geo
eng_logo
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

15 მაისი. 2020. 15:05

 

 

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები განახლდა.

 

 

ამ წუთებში სამუშაოები ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე გაზიფიცირდება  ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში 2 594 აბონენტი.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის  მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ.

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner