აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
სისხლის უანგარო დონაცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდა, სადაც, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი უერთდება აქციას და საგარეჯოს რაიონული ორგანიზაცია სრული შემადგენლობით ვმონაწილეობთ სისხლის უანგარო დონაციაში“, – განაცხადა საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას კახეთის რეგიონიდან, საგარეჯოს ჩათვლით, 8 მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
შეგახსენებთ, აქციის მიზანია მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება.