logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: თუ გუბაზ სანიკიძემ დაპირება ვერ შეგისრულათ, ივანიშვილს არ უნდა მოსთხოვოთ პასუხი!
- +

18 ივნისი. 2016. 11:09



ტელეკომპანია „დროს" გადაცემა „ალტერნატივაში" საზოგადოების წარმომადგენელმა მწუხარება გამოთქვა  იმასთან დაკავშირებით, რომ მათმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ მიცემული პირობების ნაწილი ვერ შეასრულა.


ამასთან დაკავშირებით მედიაკავშირ „რეპორტიორის" დაფუძნებელ გიორგი მამაცაშვილსა და მოქალაქეს შორის დებატები გაიმართა.


გიორგი მამაცაშვილის თქმით, არ შეიძლება, პასუხი მოსთხოვო რაიმე გადაცდომაზე ბიძინა ივანიშვილს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი მის მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას არ ან ვერ ასრულებს.



„დარეკეთ ბატონ გუბაზთან, იკითხეთ მასთან.  თუ ერთმა მაჟორიტარმა თქვენს სასარგებლოდ ან თქვენს მოსაწონად რაიმე ვერ გააკეთა, არ შეიძლება ან გულაშვილს მოსთხოვოს ვიღაცამ პასუხი, ან მამაცაშვილს, ან ზედელაშვილს, ან ივანიშვილს.

 

გუბაზ სანიკიძეს ყველა ვიცნობთ, ხომ? დიდი კაცის, ლევან სანიკიძის სასახელო შვილია...

 

თუ ბატონმა გუბაზმა ვერ გააკეთა ის, რა დაპირებაც მოგცათ, მოსთხოვეთ ბატონ გუბაზს. ამისთვის მალხაზ გულაშვილთან რეკავთ და ივანიშვილს რატომ ადვოკატობთო, საყვედურობთ და  ცოტა ალოგიკურად ჟღერს.  

 

თუ საუბრობთ მაჟორიტარზე და გუბაზ სანიკიძეზე, ივანიშვილს არ უნდა სთხოვდეთ პასუხს!"- აღნიშნა გიორგი მამაცაშვილმა.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner