logo_geo
eng_logo
ვახტანგ- გოჩა ხუნდაძე: კოკოშასთან საუბარმა ერთი პატარა მოგონება გამახსენა- ვაშინგტონი, სირტაკი და ცაგურია...
- +

15 მაისი. 2020. 22:35

 

 

 

 

გუშინ, ვახტანგ კობაიძემ, ჩვენმა კოკოშამ დამირეკა, მომახარა, თემურ ცაგურია ჩამოსულა ამერიკიდან და ფოთში არისო. მე ეგ ამბავი , აქაურობის წყალობით, ვიცოდი, კიდეც გამოვეხმაურე თემურის პოსტებს. კოკოშასთნ საუბარმა ერთი პატარა მოგონება გამახსენა, რომელსაც ახლა სიამოვნებით გავიმეორებ. მაშ ასე,

 

ა, კიდო!

 

ვაშინგტონი, სირტაკი და ცაგურია

 

შუა მაისია, 1992 წელი. ცხელა. ზურა ცისკარიძესთან ერთად ქალაქის ცენტრისკენ მივდივარ. თემურს შევუთანხმდი - ლუდი დავლიოთო,- ზურიკო მეუბნება. მანქანა გავაჩერეთ და რესტორნამდე დარჩენილი გზა ფეხით გავიარეთ. შორიდან შემოგვესმა ტკბილი ქართული მელოდია. თემურს გიტარა ეთადარიგა და სიმღერით შეგვეგება. ცხადია, არც საფირმო ღიმილი დავიწყნია. ორიოდე საათი გავატარეთ ერთად. ზურას და თემოს ნამღერმა მოხიბლა იქაური პუბლიკა.განსაკუთრებით, ერთი ბერძენი გამოხატავდა აღფრთოვანებას. ჭარმაგი ვაჟკაცი იყო, ძალიან სიმპათიური. მეუღლესთან ერთად იყო მოსული. როგორც ჩანს, უცხო, ტკბილხმოვანმა სიმღერებმა ძალიან მოხიბლა.თემურს ვუთხარი, ეგებ, რამე ბერძნული იმღერო, მახსოვს, ახალგაზრდობაში სირტაკის რომ უკრავდიმეთქი. ბერძნული ტექსტი არ ვიცი, მაშინაც ქართულად ვმღეროდი - სწავლობს გიგლა ტიტინას ვუწყობდიო. არ მოვეშვი, ქართულად იმღერემეთქი.ერთი იმ ბერძენს გადახედა და გიტარამ სირტაკის მელოდია წამოიწყო.ბერძენს სიამოვნებისაგან სახე გაუცისკროვნდა, მერე ადგა და ხელები გაშალა, აცეკვდა. საოცარი გრძნობითა და სიამაყით ცეკვავდა მშობლიური ჰანგით მოხიბლული ვაჟკაცი. ცოტა ხანში „ტიტინა გილას“ ტექსტიც დამთავრდა, ბოლო აკორდიც და ბერძენი გაირინდა, თემურს გამოხედა, თბილად გაუღიმა და მისკენ (ე.ი. ჩვენსკენ) წამოვიდა. გულმა გული იცნო - ეს ორი ვაჟკაცი ერთმანეთს ჩაეხუტა. ასე გამოხატა მადლიერება უცნობმა კაცმა ჩვენი საყვარელი ძმისადმი - თემურ ცაგურიასადმი. ვინმემ რომ სიკეთის სიმბოლოს შექმნა დამავალოს, უყოყმანოდ მივუტანდი თემურის პორტრეტს - სანდომიანი და თბილი გამოხედვით სავსე კადრს. დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურ შეფასებას დავიმსახურებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner