შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ.,
პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ
ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს - 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს
ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი
სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის
პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.
გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე
პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.