logo_geo
eng_logo
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
- +

16 მაისი. 2020. 11:10

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტების გამოსავლენად.

 

 

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

 

 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი.

 

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე,

 

 

განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც 3 მილიონ 500 000 ლარს აღემატება.

 

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

 

 

გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.

 

 

მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ხსენებული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner