logo_geo
eng_logo
ზიკას ვირუსი გიენ-ბარეს სახელით ცნობილ ნევროლოგიურ სინდრომს იწვევს
- +

1 მარტი. 2016. 10:56



ზიკას ვირუსი გიენ-ბარეს სახელით ცნობილ ნევროლოგიურ სინდრომს იწვევს - ასეთია ფრანგი მეცნიერების აღმოჩენა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2013-14 წლებში პოლინეზიაში ზიკას ციებ-ცხელების დროს დაფიქსირდა გიენ-ბარეს სინდრომით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა.


მეცნიერებმა პოლინეზიის ერთ-ერთ საავადმყოფოში ამ სინდრომით დაავადებულთა სისხლის ანალიზი შეისწავლეს, რა დროსაც გაირკვა, რომ თითქმის ყველას ზიკას ვირუსი ჰქონდა.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ზიკას ვირუსი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს.


ვირუსი ყველაზე საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან ჩვილის მიკროცეფალიას იწვევს.

ბრაზილიაში, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, ასეთი დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა.

დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner