არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, 17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ.
"17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა ხოლმე მსვლელობა. წელს მსვლელობა ვერ იქნება... ხვალ რამდენიმე მაქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს", - აღნიშნა მან.