logo_geo
eng_logo
თურქეთი სამედიცინო ტურიზმს 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 20 მაისიდან გახსნის
- +

16 მაისი. 2020. 21:57

 

 

თურქეთი ეკონომიკის განახლების ფარგლებში, სამედიცინო ტურიზმს 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 20 მაისიდან გახსნის. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ქვეყანაში ჩასულ პაციენტს მაქსიმუმ ორი პირი უნდა ახლდეს, ისინი კორონავირუსზე ტესტს ქვეყანაში ჩასვლისთანავე, აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში გაივლიან. მგზავრებს უფლება ექნებათ, ტესტი საკუთარ ქვეყანაში თურქეთში ჩასვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩაიტარონ და პასუხი საბაჟოზე წარადგინონ.

 

ქვეყანაში მხოლოდ უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანებს შეუშვებენ. თურქეთი შიდა ტურიზმის ამუშავებას მაისის ბოლოდან გეგმავს. საერთაშორისო ტურისტებს კი სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებიდან მიიღებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner