პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შესახებ წერს:
„კალამი ვერ გამოგლიჯეს ხელიდან ორ ქვეშაფსიას, ისე აწერდნენ ხელს დანაშაულის აღიარებაზე, ციხეს ვერ გაუძლეს ქალაჩუნებმა, ლაჩრებივით აღიარეს დანაშაული და იმის შესაწყალებელი გახდნენ, ვინც ყველაზე მეტად ეზიზღებათ.
უგულავას თემა ყველამ ვიცით, თუ როგორ მოიპარა 48 მილიონი, მაგრამ რუსეთის შპიონი ოქრუაშვილის აღიარება იცით რას ნიშნავს? აგიხსნით 20 ივნისს პარლამენტში შეჭრას და ანტიკონსტიტუციური ქმედებების აღიარებას.
გუშინდელი დღიდან მტკიცდება, რომ 20 ივნისის აქცია არ იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია, არამედ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც ყველა საქართველოს მოქალაქემ კარგად ვიცით, აი იმ უცხოელებისთვის ახლა ბოკერიამ იბლუყუნოს მშვიდობაზე და აუხსნას იქ მიყვანილ შპინგალეტებს, როგორ იყენებდნენ გადატრიალების მოსაწყობად.” – წერს სამხარაძე