კალიფორნიის ბიოტექნოლოგიის კომპანიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც მთლიანად ბლოკავს კორნავირუსს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ STI-1499 ანტისხეულმა შეაჩერა კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში შესვლისგან.
მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლებელია ამ ანტისხეულების რომელიმე პრეპარატთან შერწყმა და შემდეგ ადამიანებისთვის ასე გახდეს მისი მიღება შესაძლებელი.
კალიფორნიელი მეცნიერების თქმით, ისინი დაამზადებენ წამალს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანიამ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში უკვე შეიტანა მოთხოვნა, რათა ნებართვა მიიღოს წარმოების, თუმცა ჯერ FDI-გან მწვანე შუქი არ მიუღიათ.