logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია
- +

18 ივნისი. 2016. 12:06



საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

 

„ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდად არის დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

 

უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ეს არის ყველასთვის უსაფრთხო მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner