logo_geo
eng_logo
ავსტრია ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან საზღვრებს 15 ივნისს გახსნის
- +

17 მაისი. 2020. 02:59

 

 

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს 15 ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ევროპის მინისტრების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას სურს მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი თავისუფლება და რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა ჰქონდეთ.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისიდან ავსტრიის და გერმანიის საზღვარი გაიხსნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner