logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
- +

17 მაისი. 2020. 10:44

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ARAL“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner