logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია!
- +

18 ივნისი. 2016. 12:08


 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის განცხადებით საქართველოს ურთიერთობა NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია.

 

 

ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდადაა დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე. უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები  NATO-მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ესაა ყველასთვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ. საქართველოს  NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

               

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner