„მეტი გვინდა, უფრო მალე გვინდა და გაცილებით მეტს ვითხოვთ მოკლე დროში, ვიდრე ზოგადად შეიძლება გვინდოდეს და გვეკუთვნოდეს!"- ამის შესახებ ტელეკომპანია „დროს" ეთერში მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა განაცხადა.
„მესმის, რომ ხალხიც არაერთგზის შეკრებილა, დავშლილვართ, სახლშიც წავსულვართ. მეც გამომცემლობის წინ ვშიმშილობდი, როდესაც „სამშობლოდან" გამოგვყარეს და ძალიან ბევრი რაღაცის გახსენება შეიძლება, მაგრამ ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ამ ხელისუფლებას, ამ სისტემურ მმართველობას ჩამოშორდა, ეს დიდწილად არის იმ ერთი კაცის დამსახურება.
ამ სენს ჩვენ ვებრძოლეთ და ვერ მოვერიეთ მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილმა ეს შეძლო. აბსოლუტურად ვიზიარებ პათოსს, რომ არ უნდა ვიყოთ უმადურები", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.