სტინგი მართლა განუმეორებელი და ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსია. გარდა იმისა, რომ ნამდვილი ჯენტლმენია და ფილანტროპი, რომელიც დიდ თანხებს იღებს ქველმოქმედებისთვის, საკმაო ქონება დაუგროვდა - სულ 180 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული და მოიცავს ბევრ რამეს, სახლების ჩათვლით. ექვსი შვილის მამას დიდებული სასახლე აქვს მშობლიურ ინგლისში, უაითშირის საგრაფოში, ასევე ჰქონდა სახლი ლონდონის ცენტრში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდა, და კიდევ რამდენიმე სახლი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
ამ სახლებისა და სასახლის დიზაინზე ცნობილმა არქიტექტორებმა იზრუნეს, მათში ბევრი ძვირადღირებული ნივთი ინახება (თანამედროვე მხატვრების ტილოების ჩათვლით), თუმცა ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა გამოაცხადა, რომ სულაც არ აპირებს, მთელი ეს ქონება შვილებს დაუტოვოს. ღარიბ ოჯახში გაზრდილი სტინგი ამბობს, რომ მისმა შვილებმა თავისი შრომით უნდა გამოიმუშაონ ფული და მამის ქონებიდან დიდი თანხის მიღების იმედი არ ჰქონდეთ. ის მცირე თანხას დაუტოვებს მათ მემკვიდრეობით, ძირითად ქონებას კი ქველმოქმედებას მოახმარს.
ბინა ლონდონში სტინგმა, როგორც ითქვა, ცოტა ხნის წინ გაყიდა 17 მილიონ დოლარად. ეს მისი ლონდონური ბინაა.
ძირითადად კი უძველეს, XVI საუკუნის დროინდელ სასახლეში ცხოვრობს, რომელსაც ლეიკ ჰაუსი, ანუ ტბის სახლი ჰქვია და რამდენიმე მილიონი ღირს. სახლს უდიდესი ეზო და ბაღი აქვს, შიგნით კი რამდენიმე კაბინეტი, რამდენიმე საძინებელი, სტუდია, ცალკე ოთახები მისთვის და მისი ახლანდელი ცოლის ტრუდი სტაილერისთვის.
წყარო: shin.ge