logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
- +

18 ივნისი. 2016. 12:49



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ესაა ყველასათვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი.



მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დიდადაა დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე.



უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO- მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ესაა ყველასათვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მისივე თქმით, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე.



წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

 

ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან. ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"- მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს - ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner