logo_geo
eng_logo
„ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი და რუსეთის თავდასხმა“
- +

18 ივნისი. 2016. 12:50



„ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს უკვე შეიქმნა თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო.


„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ. ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და ჩვენ მზად ვართ, პირნათლად შევასრლოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში -  საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner