logo_geo
eng_logo
პეკინზე მდებარე ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
- +

18 მაისი. 2020. 21:32

 

 

კოსტავას 44-ში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია აქ მას მერე გამოიძახეს, რაც ამ მისამართზე მდებარე ლომბარდში მისი მფლობელი გარდაცვლილი იყოვეს. 50-მდე წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე ლომბარდში მისი რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ მივიდა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჩვენი ინფორმაციით, ამოღებულია ადგილობრივი ვიდეო-კამერების მონაცემები.

 

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ყაჩაღობის ფაქტი სამართალდამცავებმა უკვე გამორიცხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner