logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი მარტივი და იაფია
- +

18 ივნისი. 2016. 12:55



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართველები ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონული სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა".


 

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ შესაბამისიტექნიკის" შესაქმნელად და ამავდროულად, ვცდილობთ, „პროგრამული უზრუნველყოფის" დანერგვასაც. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ- ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია). საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს", - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას.



ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩატარდა ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ჩვენი ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაზრდის, მათ შორის, დაგეგმილია თითქმის 29%-იანი ზრდა ღვინის პროდუქციაზე. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გაფართოების კუთხით, ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედზე მისცემს წვდომას", - აღნიშნა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა, საზღვრის მართვის მოდერნიზაციის კუთხითაც ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს.


 

ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო კონტროლის კუთხით ჩვენს მიერ მიღწეული შესანიშნავი ბალანსი აისახება მკვეთრად გაზრდილ შესაძლებლობებში და საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე. უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია. ქართველები ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონული სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ ვაფასებთ CAMCA-ს ფორუმის მნიშვნელოვან როლს რეგიონში ეკონომიკური ზრდასა და განვითარებაში გაწეული დახმარების კუთხით".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner