logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გოიმობა და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკა...
- +

19 მაისი. 2020. 01:05

 

 

გოიმობა და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკა

 

 (ფიქრები ცხელ გულზე)

 

ჯერ კომენტარის სახით მინდოდა გამოვხმაურებოდი ყოფილი ფინანსთა მინისტრის, მრავალმხრივ, ერთობ განათლებული და გამოცდილი მოღვაწის დავით იაკობიძის საინტერესო და დამაფიქრებელ პოსტს. გადავწყვიტე ცალკეც დავდო ჩემ გვერდზე. ღირს ამ თემაზე საჯარო დისკუსია, რაგინდ მწვავე და გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს იგი.

 

რამდენი წელია ლამის ვკივივარ, რომ ყველაზე უმნიშვნელოვანეს რგოლებში ვართ სუსტები...

 

ჩვენისთანა "პატარა" ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკა და "პიარი" არის უმნიშვნელოვანესი. რაც არ უნდა მაგრად "წარმართო" და "უხელმძღვანელო" თბილისიდან ჩვენს მისიებს საზღვარგარეთის ქვეყნებშიც, ადგილზე მათი მუშაობა, ოპერატულობა, ანალიზი, კონტაქტები, პრაქტიკულად, არის გადამწყვეტი.

 

დღევანდელი კომუნიკაციის პირობებში არაფერი იმალება. მათ შორის, არაპროფესიონალიზმი, პრიმიტივიზმი და სისუსტე; არც ორგულობა და "ორ სკამზე" ჯდომის პრაქტიკა, აგრესიულ ემიგრანტულ ოპოზიციასთან "ფლირტი" და ა.შ. ასეა არა მარტო ოკეანის გადაღმა. სამწუხაროდ, ევროპაშიც. კიდევ უფრო სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა უწყებაშიც, რომელიც, პრაქტიკულად, დახურულია საზოგადოებისთვის. თუ ვინმეს გონია, რომ ერთი-ორი ე.წ. ბრიფინგი სამინისტროს "ღიაობას" მიგვანიშნებს, ცდება, თანაც, მაგრად.

 

არავითარი კონტაქტი ამ სფეროს ბირთვს საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის მიმართულებით მომუშავე მეცნიერებთან, სპეციალისტებთან არ აქვს. ადრე, მგონი, მეტ-ნაკლებად კონტაქტობდნენ ბატონ სოსო ცინცაძესა და ბატონ ჰამლეტ ჭიპაშვილთან. დღეც - არ ვიცი, არ ჩანს რაიმე ხელშესახები...

 

ერთადერთი, ყველაზე პროდუქტული სპეციალისტი, რომელიც კვალიფიციურად ამარაგებს საზოგადოებას შედარებით ვიწრო მიმართულებით - უცხოური პრესის მიზნობრივი მიმოხილვებით და კომენტარებით, ასევე, წარსულის დიპლომატიური პრაქტიკის კვლევის შედეგებით, გახლავთ ბატონი სიმონ კილაძე, რომელიც მუშაობს, ძირითადად, საზოგადოებრივ საწყისებზე, ენთუზიაზამის ხარჯზე, უმძიმეს პირობებში. არადა, ასრულებს სულ ცოტა ათი კაცის გასაკეთებელ საქმეს...

 

ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება უშედეგოდ დარჩეს. არის კიდეც ნაყოფი: უნდა ბრმა იყო და ყრუ, ამ სამარცხვინო დამოკიდებულებაზე თვალები არ აგიხილოს იმ შედეგებმა, რასაც უცხოეთში ჩვენ წარმომადგენლობებში ჩატარებული ქართული არჩევნები გვიჩვენებს. ჩვენ ემიგრაციასთან ეფექტიანად თითქმის არავინ მუშაობს, გარდა "ცნობილი" გიორგი სიგუასა და მისი მსგავსი დაინტერესებული ადამიანებისა...

 

გავაგრძელო (ჯერ უადრესატოდ)?

 

ამ შეკითხვას იმათ გასაგონად ვსვამ, ვინც ამ კომენტარს წაიკითხავს და უმალ "დანოსს" გამოაცხობს ჩემს მტრობაზე "ქართული ოცნების", მის საპარლამენტო ბირთვსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი. (რკინიგზის- ფერაძესა და პროკურატურის- შოთაძეზე ჩემი "გამოსვლებზე", ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პუბლიკაციებზე...) ვითომ არ მეყოფოდა ოპოზიციაში კლოუნებად და დეკლამატორებად მოყელყელავე "ვირიშვილების" ყეფა ჩემი ე.წ. "ტროლებისა და ბოტების" ქარხნის შესახებ, რომ "ძალად მაცხონე" ბიძინისტებმაც ქიზიყურ--ვანურ-ხონური "გოიმობით" დამიწყეს კბენა-ბწკენა-ღრენა, მაგრამ... ჯერ საგარეო თემა გავაგრძელოთ:

 

პირველად არ ვწერ, რომ მაგ სამინისტროდან ერთი ორმეტრიანი ნარცისი წავიდა თავის მფარველთან ერთად. მეორე-აბსოლუტურად უპრინციპო ბრიყვი მოვიდა. ჰოდა, მაგნაირების ხელში რატომ მთელი კონგრეს-სენატი და ევროპარლამენტი არ "ღრიალებს" ჩვენ ანტიამერიკულ და ანტიდასვლურ "ოინბაზობაზე". ნუ, აღარაფერს ვამბობ იმ ფიასკოზე, რაც უკრაინაში მოგვივიდა, ექსპრეზიდენტის დანიშვნასთან დაკავშირებით. მტერი არ გვიზამდა იმას, რაც ჩვენ თავს დავმართეთ. მეტის ღირსნი ვართ.

 

მაგრამ სანამდე?

 

ჰოდა, ვიმეორებ შეკითხვას (ჯერ კიდევ უადრესატოდ): გავაგრძელო?

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner