logo_geo
eng_logo
„გიორგი კვირიკაშვილი მიეკუთვნება იმ პოლიტიკოსთა რიცხვს, რომელიც არჩევს, მართოს და არა იბატონოს“
- +

18 ივნისი. 2016. 12:58


 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ CAMCA-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაახასიათა და მას გულღია, მხიარული, სასიამოვნო , თუმცა ამავდროულად მკაცრი და პრინციპული ადამიანი უწოდა.



მსურს ვთქვა, რომ მარტივი არ არის, იყო პრემიერ-მინისტრი, ინსტინქტები ყოველთვის გიბიძგებს, გააძლიერო აღმასრულებელი ორგანო. ბატონო რამსფელდ, თქვენ და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს გაქვთ მსგავსი გამოცდილება, რომელიც ილინოისიდან მოგყვებათ, რაც აშშ- პოლიტიკოსებისთვის იგივეა, რაც კალიფორნია - ტექნოლოგებისთვის. რა თქმა უნდა, ილინოისის უნივერსიტეტში კვირიკაშვილი სწავლობდა ფინანსებს და არა პოლიტიკის საკითხებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პრემიერი, საქართველოს მსოფლიო გამჭვირვალობის, საკანონმდებლო რეგულაციის გზაზე აყენებს. ის მოგვიწოდებს, ვიმსჯელოთ ჯერ არნაფიქრ საკითხებზე, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ პირობებში გადავრჩეთ, განსაკუთრებით ერთი კონკრეტული მეზობლის არსებობის პირობებში, რომელიც ნამდვილად წარმოუდგენლად მოქმედებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანას სურს მართვა, კონტროლის დამყარება და დომინირება. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. იმისთვის რომ გადავრჩეთ, ამ პირობებში პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ ცვლილება, რეფორმები, მოდერნიზაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 


მისივე განმარტებით, კვირიკაშვილი მიეკუთვნება პოლიტიკოსთა იმ რიცხვს, რომელიც არჩევს, მართოს და არა იბატონოს.



ეჭვი არ არის რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო. ბატონ კვირიკაშვილს აქვს საკუთარი ხედვა. მას სჯერა, რომ პოლიტიკა ხელოვნებაა, რომელიც კომპრომისს, ბალანსსა და უმრავლესობის მმართველობას გულისხმობს. კვირიკაშვილის მმართველობა გულისხმობს ერთგულებას, საკუთარი თავის რწმენასა და ძალას, რაშიც იგულისხმება ფილოსოფია, დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება და კანონის უზენაესობა", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner