logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
- +

19 მაისი. 2020. 11:10

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის - სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner