თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ მან ეს თემა საჯაროდ დაასრულა და ვისაც უნდა, იმან დაჰკითხოს. მისი თქმით, მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია და ყველა გზავნილი სახეზეა. ხიდაშელმა კომენტარი კრწანისის სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია. ყველა დოკუმენტი და ყველა გზავნილი სახეზეა და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს, ვისაც შეუძლია, წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, როგორც პირველ კლასში ასწავლიან, ისე გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა, დამკითხოს, სადაც უნდა, იქ მივალ, რა დოკუმენტებიც უნდათ, იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ ყველასთან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.