logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: კორონავირუსი არსად გამქრალა, ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს
- +

19 მაისი. 2020. 21:52

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად გაიხსნა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ისაუბრა.

 

 

შემოდგომა-ზამთრამდე წინ ზაფხული გვაქვს. იგივე ჩინეთში, მთელი პროვინცია დაიხურა იმიტომ, რომ იქ შემთხვევებია. იმ ქვეყნებში, სადაც გაიხსნა ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობა, დაფიქსირდა უკვე შემთხვევების მკვეთრი მატება. ჩვენ საბედნიეროდ ისე განვლეთ ეს პერიოდი, რომ ქვეყანაში ბევრი შემთხვევა არ გვქონია, პრინციპში, ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღევანდელ დღემდე. ფაქტი ერთია, კორონა არსად გამქრალა, კორონა აგრძელებს ჩვენ გვერდით ყოფნას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან მართლაც არ იყო ადვილი მთელი პერიოდის გადატანა, გარკვეული შეზღუდვები ახლაც არის, ზოგიერთი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ყველაფერი ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად კეთდებოდა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

ტელეწამყვანის კითხვაზე, რა საფრთხეების შემცველია შიდა ტურიზმის, ტრანსპორტის აღდგენა და როგორ უნდა ვიცხოვროთ, იმნაძე პასუხობს, რომ ბრძოლის წესად კვლავ რჩება ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების დაცვა.

 

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ კორონასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, რამდენიმე რაღაც არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ კორონა იქნება და არ გვექნება ეფექტიანი სამედიცინო საშუალება კორონას დასამარცხებლად, ან ვაქცინა, ან ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება. ბრძოლის წესად რჩება: ნიღბების ტარება განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის არიდება ხალხმრავალი თავყრილობებისგან და ხელების ჰიგიენა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner