ევროკავშირიდან, ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ. ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განახორციელოს ვალდებულება ლოიალური და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება ძალიან დადებითი ნაბიჯია საქართველოში.
„პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება ძალიან დადებითი ნაბიჯია საქართველოში, ასე საჭირო დაძაბულობის განსამუხტად და ამან გზა უნდა გაუხსნას ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას. დებატები, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში დავიწყეთ, კარგი ნაბიჯია. ევროკავშირიდან, ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ. ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განახორციელოს ვალდებულება ლოიალური და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ და ნათლად წინ წაიწიონ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების მიმართულებით. არ არის თავის გამართლების მეტი საბაბი, აღარც მეტად მოხდება გადადება“,- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.