logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: საჭირო არ არის, რუსეთისგან რაღაც საფრთხობელა შექმნათ
- +

18 ივნისი. 2016. 14:30



რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმთან არაფერი აკავშირებს.

კრემლის ლიდერმა დასავლური მედიის იმ პუბლიკაციებზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, პუტინს აღნიშნულ პროცესში საკუთარი ინტერესები აქვს.


 

ჩემი აზრით, არასწორი და არაეთიკურია, ყველა პრობლემა რუსეთის სახელს დაუკავშირო, განსაკუთრებით ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ არანაირად არ გვეხება. არ არის საჭირო, რუსეთისგან რაღაცსაფრთხობელა" შექმნათ.


ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხი თავად ევროკავშირსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ეხება და რუსეთს არანაირი ინტერესები არ აქვს", - განაცხადა ვლადიმ პუტინმა.



პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის პოზიციასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ალოგიკურია, გამოხვიდე რეფერენდუმის ინიციატივით და თავად ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის პროპაგანდას ეწეოდე.



თუ ასეთი პრობლემაა, საერთოდ, რატომ გამოვიდა ამ რეფერენდუმის ინიციატივით? რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაეშანტაჟებინა და დამუქრებოდა? რა მიზანი აქვს, თუ თავად ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგია?" - განაცხადა ვლადიმ პუტინმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner