logo_geo
eng_logo
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი: ონის ჰესი 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის 31%-ს ჩაანაცვლებდა
- +

20 მაისი. 2020. 00:32

 

 

რა ენერგეტიკულ და ეკონომიკური სარგებელს მოუტანს ონის ჰესი საქართველოს და ონის მუნიციპალიტეტს. ამ საკითხებზე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა.

 

ონის კასკადი მნიშვნელოვანი ობიექტი არის ჩვენი ენერგეტიკისთვის. მისი გამომუშავებეული 780 მილიონი კილოვატ-საათი არის ჩვენი წლიური მოხმარების დაახლოებით 6%. თუმცა, იმ პერიოდში როცა ჩვენ ვაკეთებთ ელექტროენერგიის იმპორტს, 2019 წელს რმ გვქონოდა ონი-ჰესი, ის ჩაანაცვლებდა იმპორტის 31%-ს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, პროექტი ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ქონების გადასახადით თვითონ ონის მუნიციპალიტეტი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ლარს მიიღებს, როცა ახლა მათ ბიუჯეტი არის 4.2 მილიონი ლარი. ანუ გასამმაგდება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner