logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: სექტემბრიდან 150 სკოლაში Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია დაინერგება
- +

20 მაისი. 2020. 01:18

 

 

 

უნდა გამოვყო მჭიდრო თანამშრომლობა Microsoft-თან განათლების მიმართულებით და ერთი ძალიან დიდი პროექტი, რომელიც განხორციელდება ჩვენს სკოლებში - ეს არის Minecraft-ის საგანმანათლებლო გამოცემის დანერგვა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

რაც შეეხება გეგმებს, ახალი იდეები, რომლებიც პანდემიის პირობებში დაიბადა - ონლაინ რეჟიმი და ელექტრონული რესურების განვითარება - რასაკვირველია, ჩვენ ეს დაგვრჩება. საუბარი მაქვს, როგორც სკოლებზე, ასევე უმაღლეს სასწავლებლებზე. უნდა გამოვყო მჭიდრო თანამშრომლობა Microsoft-თან განათლების მიმართულებით და ერთი ძალიან დიდი პროექტი, რომელიც განხორციელდება ჩვენს სკოლებში. ეს არის Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსიის დანერგვა. Microsoft-ის ამ უნიკალური პროდუქტის მთავარი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეები საგანს თამაშით სწავლობენ. 21-საუკუნის პედაგოგიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სექტემბრიდან 150 სკოლაში ეს პროექტი პილოტირების რეჟიმში დაიწყება და შემდგომში ყველა სკოლაზე გავრცელდება“, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner