logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე: უკრაინის მხრიდან ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური
- +

20 მაისი. 2020. 00:51

 

 

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა ის, თუ როგორ განახორციელა უკრაინამ ეს დანიშვნა არადიპლომატიური იყო, ამიტომ საქართველოს რეაქცია მომხდარზე სამართლიანი იყო.

 

მე მგონი, პირიქითაა კითხვა დასასმელი, რამდენად სწორია იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც არის ჩვენი ძველი, საუკუნოვანი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს ამდენი საერთო საკითხები გადასაწყვეტი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვართ ის ორი ასოცირებული წევრი, რომელსაც რეალურად აქვს შანსი რომ ევროკავშირთან შიგ შევიდეს, შეიწიოს, ასე ვთქვათ და ჩვენ კიდევ უფრო, მაგრამ ეს ორი ქვეყანაა ძირითადად. სხვები რეალურად არიან ბევრად შორს ამისგან. ამ დროს ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ, ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, ის ხომ არ არის ვიღაც. გაფრთხილება და ინფორმირება, არის როგორც მინიმუმი ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა.

 

ასე რომ, მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, უკვე არსებობდა ეს ფაქტორი - მის სახელს რაც შეიძლება ნაკლებად ხშირად ვხმარობ, ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, მე დიპლომატიური ენა ვიცი და რა შეიძლება და რა არა. იყო სრულიად მოზომილი, ნორმალური, რაც უნდა ყოფილიყო. ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ ელჩი უნდა იყოს ის, ვინც ამ საკითხებზე გაფრთხილებს და გაძლევს საშუალებას, როგორ უნდ იმოქმედო, აქ არაფერი უცნაური არ არის. დაველოდოთ მომავალს, რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლება რომ ჩვენთან ჰქონდეს ის ურთიერთობები, რომელიც გვჭირდება.

 

ჩვენ უნდა წავსულიყავით ერთად, ეს იყო ჩემი შეთავაზება და ამას ძალიან პოზიტიურად შეხვდა თავის დროზე ზელენსკი, რომ ერთად ჩავსულიყავით ბრიუსელში და შევხვედროდით იქაურ ხელმძღვანელობას, ჩვენი ერთობლივი, წერილობითი მოთხოვნებით. ბოლო დანიშნული ვიზიტი COVID-ის გამო გადაიდო, ჩვენ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული შეურაცხყოფად. არაინფორმირება და ჩვენთან ამ საკითხის არგავლა იყო არადიპლომატიური, მე ამას ვიტყვი მხოლოდ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner