logo_geo
eng_logo
მანანა მანჯგალაძე: ლევანმა მამაჩემი სიკვდილს გადაარჩინა! მამა რომ რუსთავის ჩამპალ საავადმყოფოში უპატრონოდ არ მოკვდა, მისი დამსახურებაა...
- +

20 მაისი. 2020. 02:17

 

 

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ლევან მამალაძის შეწყალების მანიფესტს ხელს აწერს, რადგან, როგორც მანჯგალაძე აცხადებს, წლების წინ მათ ამაღელვებელი იტორია გადახდათ, რაც არასდროს დავიწყებია.

 

„მე მოვაწერ ხელს. ლევანმა მამაჩემი სიკვდილს გადაარჩინა. შეიძლება იდეურად სულ სხვა მხარეს ვართ, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. მამა რომ დღეს ცოცხალია და რუსთავის ჩამპალ საავადმყოფოში უპატრონოდ არ მოკვდა, მისი დამსახურებაა, ქუჩიდან გათიშული შეიყვანეს და არც მიაქციეს ყურადღება, მიატოვეს. მამას და ლევანს იმ დღეს შეხვედრა უნდა ჰქონოდათ, არ მივიდა, ძებნა დაუწყო, იპოვა დერეფანში დაგდებული. გუბერნატორის მისვლაზე რაც მოხდა, მოხდა. მერე ჩვენც დაგვიკავშირდნენ... არ მავიწყდება და არც დამავიწყდება ეს ამბავი. “- წერს მანჯგალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner