logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსს 323 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 მაისი. 2020. 02:45

 

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 4 953 917 ადამიანი დაინფიცირდა, 1 939 068 კი გამოჯანმრთელდა.

 

ინფექციას 323 101 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (92 672) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (35 341), მესამეზე კი - იტალია (32 169).

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner