logo_geo
eng_logo
Reuters-ი: რუსეთში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა დოკუმენტებში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებებს წერენ
- +

20 მაისი. 2020. 02:59

 

 

„74 წლის ლიუბოვ კაშაევა მაისის დასაწყისშიმ მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. იქამდე მისმა ტესტირებამ ორჯერ დაადასტურა, რომ ქალი კოვიდინფიცირებული იყო, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე მიუთითეს“ - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებმა სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადება მიუთითეს.

 

სამედიცინო დაწესებულების დოკუმენტში წერია, რომ ის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. კორონავირუსი ნახსენებიც კი არაა“ - ამბობს გარდაცვლილის რძალი, დარია კორნილოვა.

 

ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გამოცემასთან საუბრისას ვირუსით გარდაცვლილთა დოკუმენტებში არასწორი ინფორმაციის მითითებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ინფექციით გამოწვეული ყველა გარდაცვალების შემთხვევაში იციან სიკვდილის მიზეზი და დოკუმენტაციაშიც სრულად უთითებენ პაციენტის დაავადებებს.

 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 299,941 შემთხვევაა აღწერილი, განიკურნა 76,130 და გარდაიცვალა 2,837 ადამიანი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner