logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: იური ლუცენკო ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსია
- +

18 ივნისი. 2016. 14:58



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე უკრაინის პროკურორს არასერიოზულ პოლიტიკოსად აფასებს. მისი თქმით, ლუცენკოს კომპეტენციაში არ შედის საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენების ანალიზი.

 

„იური ლუცენკო არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსი, ჩემი თვალსაზრისით. მის განცხადებას აქვს ნულის ტოლი ფასი პირადად ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის. აბსოლუტურად მიუღებელი იყო და სწორედ ამიტომ ვაძლევ ასეთ შეფასებას მის ამ გამოხდომას. ეს არ იყო მეგობრული ნაბიჯი, ეს არ არის არც მისი კომპეტენცია და მე მას ვურჩევდი, საკუთარ საქმეებს მიხედოს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 


წყარო: პირველი რადიო

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner