logo_geo
eng_logo
კახა კალაძე სერია „ა“-ს საუკეთესო აღმოსავლეთევროპელებში დაასახელეს
- +

20 მაისი. 2020. 12:42

 

 

იტალიის სერია „ა“-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძე დაასახელეს – რჩეული 11 მოთამაშე პორტალმა „ფუტბოლ იტალიამ“ შეადგინა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ „სერია ა“-ში ბევრ ცნობილ პოსტსაბჭოელ ფეხბურთელს უთამაშია, პორტალის რჩეულებში მხოლოდ ქართველი მცველი კახა კალაძე და უკრაინელი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო მოხვდნენ.

 

 

„კახა კალაძე ახალი საუკუნის დასაწყისის კარლო ანჩელოტის „მილანის“ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მეომარი იყო. ქართველი ძლიერი და ინტელექტუალური მოთამაშე გახლდათ. მისი საუკეთესო თვისება ალბათ უნივერსალურობა იყო, რამაც საშუალება მისცა ნებისმიერი დაცვითი როლი შეესრულებინა – სულ „როსონერთათვის“ 284 მატჩი ჩაატარა. ის ძირითად შემადგენლობაში ისეთ ფეხბურთელებს უწევდა კონკურენციას, როგორებიც იყვნენ პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი. კალაძის სიაში მოხვედრა ასევე გამართლებულია მისი ტიტულების გამოც, რადგან „მილანის“ შემადგენლობაში ყველაფერი მოიგო, მათ შორის სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი“, – წერს საფეხბურთო პორტალი.

 

 

„ფუტბოლ იტალიას“ სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

 

 

მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია)

 

 

მცველები: კახა კალაძე (საქართველო), კრისტიან კივუ (რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია / სერბეთი);

 

 

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (იუგოსლავია/ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი), ვლადიმერ იუგოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია/ჩერნოგორია), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი);

 

 

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner