ექსპერტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პრეზიდენტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ვოლსკის განცხადება გააკრიტიკა და მას არაადეკვატური უწოდა.
„იმედია, ვცდები, თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას მიმართავს და მთავრობის, როგორც ინსტიტუციის დაკნინებას ისახავს მიზნად. მართალი ვთქვა, მე, როგორც მოქალაქე, გიორგი ვოლსკის კომენტარს დავეთანხმებოდი, რომელიც ფიქრია ჩიხრაძეს გაუწონასწორებლობასა და არაეთიკურობაში ადანაშაულებს. ასევე, უცნაურად მეჩვენება პრეზიდენტის ფლირტი „ნაციონალურ მოძრაობასთან", თუმცა ამ ეტაპზე შევიკავებ თავს კონკრეტული პოზიციისგან", - წერს არჩილ გამზარდია.