logo_geo
eng_logo
სოფელ წინარეხში სკოლის მშენებლობა გრძელდება
- +

20 მაისი. 2020. 14:23

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მშენებლობა  60 მოსწავლეზე. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს და მასზე 1 094 750 ლარი დაიხარჯება.

 

საჯარო სკოლის შენობა, სადაც ამჟამად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, 1882 წელს საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაარსა.  შენობა ძველია  და შესაბამისად,  სწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც  მოუწყობელი.

„თანამედროვე სტანდარტების   ახალი შენობა სასწავლო პროცესის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას კასპის მუნიციპალიტეტში ერთერთი პრიორიტეტია. ახალი სკოლები შენდება  სოფელ კოდისწყაროსა და ხოვლეში“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner