logo_geo
eng_logo
ბელგიაში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს
- +

18 ივნისი. 2016. 15:11



ბელგიაში, ბრიუსელში, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ედებათ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისინი აღნიშნული ტერორისტული აქტების განხორციელებას „ევრო 2016"-ის თამაშებზე აპირებდნენ.


მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, დედაქალაქ ბრიუსელის ირგვლივ განხორციელდა. ბელგიის ფედერალური პროკურორის განმარტებით, ჩხრეკისას იარაღი ან რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner